რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს | საკუთარი სახლის ეზოში ცოლ-ქმარი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, იური მალაშკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.

"რუსულმა ჭურვმა მალია ტოკმაჩკაში ერთი ოჯახს სიცოცხლე შეეწირა: 54 წლის კაცი და 65 წლის ქალი საკუთარ ეზოში დაიღუპნენ", - წერს მალაშკო

მისივე თქმით, კამიანსკის საარტილერიო დაბომბვისას ასევე დაშავდა 62 წლის ქალი. ევაკუაციის ჯგუფმა ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი