
უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, თითქმის 60 ქვეყანა უკვე ეხმარება უკრაინას ქალაქების, დაბებისა და სოფლების აღდგენაში.
"ჩვენ ვცდილობთ, გავაერთიანოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, გავაუმჯობესოთ ურთიერთქმედება ომის შედეგად დაზარალებულ თემებსა და პარტნიორებს შორის; ჩავუყაროთ საფუძველი გრძელვადიან თანამშრომლობას მომავალში", - განაცხადა შმიგალმა.
მისივე თქმით, 300-ზე მეტმა დასახლებამ რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებას 1500-მდე ინდივიდუალურ სხვადასხვა მხარესთან ხელი მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ კიევის ეკონომიკის სკოლის (KSE) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ზარალმა თითქმის 143,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.