გასულ ღამეს ჩვენმა დამცველებმა 8 "შაჰიდის" დრონი ჩამოაგდეს - უკრაინის გენშტაბი 

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა 20-21 აპრილის ღამეს უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის მიზნით 10-მდე "შაჰიდი" უპილოტო თვითმფრინავი გაუშვეს, მათგან 8 უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს

უწყების ცნობით, 21 აპრილის შუაღამისას, მთელ უკრაინაში საჰაერო განგაშის სირენების ხმა გაისმა. მათივე ინფორმაციით, განგაში გასულ ღამეს 2-ჯერ გამოცხადდა. 

გენშტაბის ცნობით, საჰაერო თავდასხმის დროს, პოლტავას ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი