რუსებმა დრონებით უკრაინის დედაქალაქ კიევს შეუტიეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ მცირე 12 დრონით იყო შეტევა პარასკევს დილით დედაქალაქ კიევზე. შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 8 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც ბრიანკის ოლიქდან იყო გაშვებული.

"25 დღიანი სიმშვიდის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქი მტრის მორიგი საჰაერო თავდასხმის ქვეშ მოექცა" - განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ Telegram-ზე.

მისი თქმით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი