გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებებს რუსეთის ტერიტორიაზე მისაღებად მიიჩნევს

გამოქვეყნდა:

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, "სრულიად ნორმალურია" თავდასხმის ქვეშ მყოფი მხარის მიერ საომარი მოქმედებების დროს მტრის ტერიტორიაზე შეღწევა, მაგალითად, მისი მომარაგების ხაზების გაწყვეტა.

"სანამ ქალაქებს, სამოქალაქო პირებს და სამოქალაქო ობიექტებს არ ესხმის თავს, ჩვენ უნდა შევეგუოთ ამას. მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, მომარაგების მარშრუტების შეწყვეტის მიზნით", - თქვა გერმანელმა მინისტრმა. 

პისტორიუსმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისთვის წინაღობა რუსეთის წამოწყებული ომია. მისივე თქმით, NATO-მ ფრთხილად უნდა განიხილოს ყველა ნაბიჯი უკრაინის ალიანსთან დაახლოებასთან დაკავშირებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი