გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია - ამერიკის ჰელსინკის კომისია საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო წერილით მიმართავს. ამ წერილის დეტალებს საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა "Foreign Policy" აქვეყნებს და წერს, რომ აშშ-ის მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს შეწყვიტოს პროევროპელი ინდივიდების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.
სტატიის თანახმად, ორპარტიული ჰელსინკის კომისია, რომელიც შეიქმნა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის დროს, მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლება ევროპული ინტეგრაციის მომხრე პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად.
ავტორი წერს, რომ ზურაბიშვილისთვის ხუთშაბათს გაგზავნილ წერილში კომისიის ლიდერები - კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი, ასევე სენატორები ბენ კარდინი და როჯერ ვიკერი, მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს გაათავისუფლოს ოპოზიციური სატელევიზიო არხის მფლობელი ნიკა გვარამია, რომელიც დააპატიმრეს 2022 წლის მაისში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და გაფლანგვის ბრალდებით, რომელიც ამერიკელი კანონმდებლების აზრით გაყალბებული იყო.
"როგორც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და მისი დემოკრატიის დაცვის აქტიურ მხარდამჭერებს, , ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ჩართვა იმ დევნის შეწყვეტაში, რომელიც ერთი შეხედვით პოლიტიკურად მოტივირებული ჩანს, უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ გზაზე“, წერენ ამერიკელი კანონმდებლები ზურაბიშვილს, ყოფილ ფრანგ დიპლომატს, რომელიც წარმოშობით ქართველთა დევნილი ოჯახებიდანაა და ქვეყნის პოლიტიკას 2000-იან წლებში შეუერთდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილს დაძაბული ურთიერთობა აქვს საქართველოს ხელისუფლების დიდ ნაწილთან, რომელიც ამ ბოლო დროს მოსკოვისკენ იხრება.
"თქვენი პრეზიდენტობის განმავლობაში თქვენ იყავით გამოკვეთილი და პრინციპული მხარდამჭერი ქართული დემოკრატიის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებების. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნის ციკლის შეწყვეტა, როგორიცაა ბატონი გვარამიას გათავისუფლება, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტი და უსამართლობის გამოსწორებაა, არამედ უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირში ქართველების დამსახურებული შესვლის უზრუნველსაყოფად “,- ნათქვამია წერილში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მთავარი არხის დამფუძლებელი, ნიკა გვარამია არ არის ერთადერთი პოლიტიკური პატიმარი ქვეყანაში და საქართველოს ხელისუფლებას ციხეში გამოკეტილი ჰყავს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
იხილეთ სრულად: