EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს - Bloomberg

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, რიგით მე-11 პაკეტს ამზადებს, რომელიც რუსეთის გავლით გარკვეული საქონლის ტრანზიტს აკრძალავს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ტრანზიტის აკრძალვა გავრცელდება უამრავ ტექნოლოგიასა და სხვადასხვა საქონელზე, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებზე. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ აკრძალვა ყველა საქონელს არ შეეხება. 

Bloomberg წერს, რომ სანქციების ახალი პაკეტის მთავარი მიზანი იქნება რუსეთმა ვერ შეძლოს სანქციებისგან თავის არიდება.

გამოცემის ინფორმაციითვე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ  ახალი პაკეტი მიზნად ისახავდეს როსატომის სანქცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა ითხოვს სანქციების დაწესებას Rosatom-ის წინააღმდეგ, მათ მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციისა და პერსონალის გატაცების გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი