გიორგი გახარია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრემიერის მანქანამ ადმინისტრაციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "მთაავრ არხს" განუცხადეს, რომ სამუშაო ტიპის შეხვედრებს პერიოდულად მართავენ და ესეც რიგითი მათგანი იყო.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა მიმართვა და სალომე ზურაბიშვილის გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები. დასავლელი პარტნიორები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებენ. გიორგი რურუასთან დაკავშირებით დღეს 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მისი გათავისუფლება, ასევე პოლიტიკურად მოტივრებული საქმეების დაუშვებლობა 8 მარტი შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი