"მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა საჭირო არაა... მოგვეცით იარაღი" | დანილოვი

გამოქვეყნდა:

"მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა საჭირო არაა... მოგვეცით იარაღი", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვი სოციალურ ქსელში წერს. 
თუმცა, ის არ აკონკრეტებს, რომელ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრობს. 

"როდესაც რუსი აგრესორის მიზანი უცვლელია და ესაა უკრაინის განადგურება, მშვიდობიანი მოგვარების ბოლოდროინდელი ინიციატივები სხვა არაფერია, თუ არა პრორუსული სამშვიდობო ქმედებები. საჭირო არაა მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა, მოგვეცით საკმარისი იარაღი. ეს ყველაზე კარგი შუამავალი და ერთადერთი საკომუნიკაციო არგუმენტი, რომელიც რუსეთისთვის გასაგებია, - წერს დანილოვი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი