ხერსონის ოლქში, თევზაობიდან დაბრუნებისას, კაცი ოკუპანტების დატოვებულ ნაღმზე აფეთქდა | უკრაინის პროკურატურა 

გამოქვეყნდა:

ხერსონის რაიონში, კაცი, რომელიც მეგობართან ერთად მდინარის ნაპირას თევზაობიდან ბრუნდებოდა, ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა, - ინფორმაცია უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა გაავრცელა.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად მეგობარი არ დაშავებულა.

"2 აპრილს, ორი მამაკაცი თევზაობდა მდინარე ინგულეტზე სოფლებს დავიდოვ ბრიდსა და ბილოგირკას შორის. ნაპირის გასწვრივ სახლში დაბრუნებულმა ერთმა მათგანმა დააბიჯა ოკუპანტების მიერ დატოვებულ ნაღმს, რომელიც აფეთქდა. მიღებული ჭრილობების შედეგად დავითოვ ბროდში მცხოვრები ადგილზე დაიღუპა“, - ნათქვამია გნაცხდებაში. 

უკრაინის პროკურატურამ გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით დაიწყო, რაც ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას გულიხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი