
უცხოური მედიის ინფორმაციით, რომის პაპი ფრანცისკე მსოფლიოს მოუწოდებს, არ დაივიწყონ უკრაინელები, რომლებიც კვლავ იტანჯებიან ომით.
ამასთან, რომის პაპმა ფრანცისკემ სუდანში მიმდინარე შეტაკებებზეც ისაუბრა და ყველას მოუწოდა, რომ ილოცონ "სუდანელი ძმებისა და დებისთვის". რომის პაპმა მხარეებს ძალადობის დაუყონებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, რომის პაპი ფრანცისკე უნგრეთში 28-30 აპრილს ჩავა და ვიზიტის დროს ის უკრაინაში მშვიდობის განხილვას გეგმავს.