
კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი მებრძოლები უკრაინელ სამხედროებს ტყვედ აღარ აიყვანენ, თუმცა "ისინი ბრძოლის ველზე ყველას მოკლავენ".
პრიგოჟინი ამ განცხადებით ვაგნერის ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. ვაგნერელები ამტკიცებენ, რომ ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან უკრაინელი სამხედროები ვაგნერის დაჭრილ მებრძოლს.
გავრცელებულ ვიდეოზე უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. ჯერჯერობით უცნობია, რეალურად ვისი ხმები ისმის ვიდეოში, თუმცა პრიგოჟინი გამოქვეყნებულ ჩანაწერს "ტყვის სიკვდილით დასჯის მტკიცებულებად" მიიჩნევს.
"ჩვენ მოვკლავთ ყველას, ვინც ბრძოლის ველზეა. არცერთ ტყვეს აღარ წავიყვანთ", - თქვა პრიგოჟინმა.
ამასთან, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ ვაგნერმა ჯერ არ იცის იმ პატიმრის სახელი, რომელსაც, მისი მტკიცებით, უკრაინელმა სამხედროებმა ესროლეს.