
მოსკოვის მიერ დანიშნული ე.წ. გუბერნატორი ამბობს, რომ ორშაბათს, გამთენიისას, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა მოიგერია უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა ყირიმის პორტ სევასტოპოლზე.
მიხეილ რაზვოჟაევმა დაწერა, რომ ერთი დრონი განადგურდა, მერე კი თავისით აფეთქდა.
"ახლა ქალაქი სიმშვიდეა, მაგრამ ყველა ძალა და სამსახური მზადყოფნაშია", - დაწერა ე.წ. გუბერნატორმა.
მისივე განცხადებით, შემთხვევას ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.