"წელს, რომ იტყვიან, ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების, მათი კონცერტები გაიმართება. აქვე მინდა განმარტების სახით გითხრათ, რომ საუბარი იყოს იმაზე თითქოს 70 მილიონი ლარი იხარჯება ამ კონცერტებში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ აქედან ჩვენ შემოსავალს ველოდებით, როგორც პირდაპირ, ასევე, არაპირდაპირ შემოსავალს, შეიძლება იყოს მინიმუმ 100 მილიონ ლარზე საუბარი, ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ზოგადად პრესტიჟი და ასე შემდეგ".
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ბლექ სი არენაზე" დაგეგმილ კონცერტებზე.