ზელენსკიმ ესტონეთის პრემიერმინისტრი დააჯილდოვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრემიერმინისტრ კაია კალასს იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა.

"დღეს ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ ჩვენი ხალხის სპეციალური ჯილდო მთელი უკრაინელი ხალხის სახელით. ეს არის იაროსლავ ბრძენის ორდენი. გმადლობთ, რომ უკრაინა, თქვენი ხალხი და თქვენი სახელმწიფო ერთად ქმნიან ევროპის ახალ ისტორიას", - თქვა ზელენსკიმ.

კალასმა ზელენსკის  ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ, როგორც მთავრობის ახალი მეთაური.

გარდა ამისა, კალასის თქმით, მისი ვიზიტი უკრაინაში ესტონეთის მთავრობისა და ესტონელი ხალხის მხარდაჭერისა და უკრაინაში რწმენის სიმბოლოა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი