"მორიგი ყალბი ინფორმაციაა" | მამუკა მამულაშვილი უარყოფს, რომ რუსების დაბომბვას ქართული ლეგიონის 60-მდე წევრი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას, რომ ქალაქ კონსტანტინოკვაში, დაბომბვის შედეგად ქართული ლეგიონის 60 წევრის განეიტრალება შეძლეს, ლეგიონის ლიდერი, მამუკა მამულაშვილი გამოეხმაურა.

როგორც მამულაშვილმა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტთან თქვა, ინფორმაცია ყალბია და მსგავსი რამ არ მომხდარა. 

"მორიგი ყალბი ინფორმაციაა. როგორც ჩანს, ისინი საკუთარი სამხედროების მოტივირებას ცდილობენ და ჩვენ მათი პირველი სამიზნე ვართ. ისინი ცდილობენ, ჩვენი ერთ ჯგუფი მაინც გაანადგურონ," - უთხრა მამულაშვილმა "რადიო თავისუფლებას" 

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს, მათ სარაკეტო დარტყმას ქართული ლეგიონის 60-მდე მებრძოლი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი