სუდანში შეტაკებებს სულ მცირე 420 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3 700 

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სუდანში 420 ადამიანი დაიღუპა და 3 700 დაშავდა მას შემდეგ, რაც იქ ინტენსიური ბრძოლები დაიწყო.

ჯანმოს მიერ გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ პარამედიკოსები, ექთნები და ექიმები ხშირად ვერ ახერხებენ დაშავებულ სამოქალაქო პირებთან წვდომას უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა და სასწრაფო დახმარების მანქანებსა და სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმების გამო.

შეგახსენებთ, რომ სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფების, "სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი