"სამიტის მოახლოებასთან ერთად, საჭიროა კონკრეტული მექანიზმების პოვნა უკრაინის NATO-ში სწრაფი ინტეგრაციისთვის" | ნაუსედა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, NATO-ს ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად, საჭიროა კონკრეტული მექანიზმების პოვნა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინის NATO-ს სივრცეში 
სწრაფი ინტეგრაციისთვის.

"NATO-ს ღია კარის შესახებ გადაღეჭილი ფრაზების გამეორების ნაცვლად, გვჭირდება ვიპოვოთ კონკრეტული მექანიზმები ომის დასრულების შემდეგ უკრაინის NATO-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრაციისთვის" - განაცხადა ნაუსედამ.

მისივე განცხადებით, NATO-ში უკრაინის მიღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გააძლიერებს, რადგანაც უკრაინას ეყოლება არმია, რომელსაც სხვა ევროპული ქვეყნის არმიებთან შედარებით, ყველაზე მდიდარი გამოცდილება ექნება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობის მიწვევა უკვე მიიღო.

ცნობისთვის, სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი