Washington Post: უკრაინამ, აშშ-ის თხოვნით, ომის წლისთავისთვის მოსკოვზე დაგეგმილი თავდასხმები გადადო

გამოქვეყნდა:

The Washington Post-ის ინფორმაციით, უკრაინა ომის წლისთავისთვის, 2023 წლის 24 თებერვალს გეგმავდა დარტყმები მიეტანა მოსკოვზე, თუმცა ვაშინგტონის თხოვნით, დაგეგმილი თავდასხმები გადადო.

გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო ანგარიშის თანახმად, მოსკოვზე იერიშების მომზადების განკარგულება უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გასცა. ამასთან, უკრაინაში განიხილებოდა "ტროტილის" გამოყენებით საზღვაო დარტყმა რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკზეც.

როგორც Washington Post-ი წერს, ვაშინგტონში ამბობდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს 
შესაძლოა, კრემლის აგრესიული რეაქცია მოჰყოლოდა.

ასევე, სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ უკრაინას უკრძალავს, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთზე დარტყმებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი