"უკრაინამ რუსული ტყვეობიდან უკვე 2 228-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა, მათ შორის 140 მშვიდობიანი მოქალაქე" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან უკვე 2 228-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა, მათგან 140 მშვიდობიანი მოქალაქეა.

"ჩვენ ვმუშაობთ როგორც სამხედროების, ასევე სამოქალაქო პირების გათავისუფლებაზე. მართლაც, წამება ხდება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სახელმწიფოს გმირების წინააღმდეგ, ვინც მას იცავდა", - თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა მუდმივად მუშაობს ყველა სამხედრო მოსამსახურისა და მშვიდობიანი მოქალაქის გასათავისუფლებლად, რომლებიც ჯერ კიდევ ტყვეობაში არიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი