ლავროვმა გაეროში უკრაინაში მიმდინარე ომის მიზეზების ახალი ვერსია გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში ომის მიზეზები განმარტა, რომელსაც რუსეთი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

როგორც ლავროვი ამტკიცებს, რუსეთს სჭირდება დაცვის აუცილებლობა NATO-ს საფრთხისგან, ასევე იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც ლავროვის თქმით, უფლებებს მოკლებულნი არიან.

"რუსეთმა მკაფიოდ ახსნა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა: აღმოფხვრა საფრთხეები ჩვენს უსაფრთხოებაზე, რომლებიც შექმნილია NATO-ს ქვეყნების მიერ უშუალოდ ჩვენს საზღვრებზე, დაიცვას ადამიანები, რომლებსაც ჩამოერთვათ უფლებები. ჩვენ გულწრფელად ვთქვით, რას და ვისთვის ვიბრძვით" - თქვა ლავროვმა, თუმცა არ განმარტა, რა უფლებებზე იყო საუბარი.

შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში იმართება დებატები, რომელსაც ლავროვი უძღვება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი