
"უკრაინის F-16 თვითმფრინავებით უზრუნველყოფა ამ ათწლეულის საუკეთესო ინვესტიცია იქნება ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაში", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისივე განცხადებით, უკრაინა ევროპის დამცველია.
"არ არსებობს რაციონალური არგუმენტები იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მიიღებს უკრაინა თანამედროვე დასავლური ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს. მე მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება. უკრაინა არის ევროპის დამცველი. უკრაინის F-16 თვითმფრინავებით უზრუნველყოფა ამ ათწლეულის საუკეთესო ინვესტიცია იქნება ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაში", - განაცხადა კულებამ.