
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტრები მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს განიხილავენ, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემაა საქართველოც. შეხვედრას ილია დარჩიაშვილიც ესწრება.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და დღევანდელი მინისტერიალი კარგი ადგილია მასზე სასაუბროდ. ბორელის თქმით, მათ ახსოვთ, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სპეციფიკური გამოწვევები აქვს, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.
"გვქონდა ლანჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელზეც განვიხილეთ ამ ქვეყნის ისტორიული შესაძლებლობა მიაღწიოს მიზანს ევროინტეგრაციის მხრივ. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საქართველოს უკვე დიდი პროგრესი აქვს, მაგრამ რეფორმები კიდევაა ჩასატარებელი. წლის ბოლოს განხილული იქნება საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების საკითხი და ჩვენ მოვუწოდებთ მინისტრ დარჩიაშვილს, გაუგზავნოს პოზიტიური სიგნალები ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტების განხორციელებით" - თქვა ბორელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. შეხვედრაზე მინისტრები მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრებენ, მათ შორის საქართველოზეც. შეხვედრას დაესწრება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.
იხილეთ ასევე: