
პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, არის ნიშნები, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, დასრულდეს არა საბოლოო დარეგულირებით, არამედ რაიმე სახის კომპრომისით, რაც, მისი თქმით, მომავალში საფრთხის შემცველი იქნება.
"დღეს ჩვენ ვიცით რით შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში. არის ნიშნები, რომ ის შეიძლება, რაიმე სახის კომპრომისით დასრულდეს და არა საბოლოო დარეგულირებით, რაც სამწუხაროდ, ნიშნავს, რომ შესაძლოა, გაჩნდეს ახალი საფრთხეები. ჩვენ არ გვსურს მსგავსი გადაწყვეტილება...
ჩვენ უნდა მივიყვანოთ პოლონური არმია ისეთ მდგომარეობამდე, რომელშიც მას ექნება ყველა შესაძლებლობა სრულად: შეძლებს თავდაცვას, კონტრშეტევას, რადგან ჩვენ არ გვსურს, ვინმეს დავესხათ თავს პირველები" - განაცხადა კაჩინსკიმ.
მისივე თქმით, პოლონეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინელების მოთხოვნას მათი მთელი ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ, თუმცა ყველაფერი მათზე დამოკიდებული არ არის.
ამასთან, კაჩინსკიმ პოლონეთის თავდაცვაზეც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მიანიშნებს, როგორი აუცილებელია, ქვეყანა შეიარაღებული იყოს სათანადოდ.