"აშშ განიხილავს, როგორ დაეხმაროს სუდანში მყოფ თავის მოქალაქეებს" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს, როგორ უნდა დაეხმაროს თავის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ სუდანის დატოვება. ბლინკენის განცხადებითვე, ათეულობით ადამიანმა გამოთქვა სურვილი სუდანის დატოვებაზე და აშშ-ის მთავრობას აღნიშნულ მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.

"ჩვენ ასევე განვიხილავთ, რა ვარიანტები გვაქვს, რათა განვაახლოთ დიპლომატიური წარმომადგენლობა სუდანში, მათ შორის პორტ-სუდანშიც", - განაცხადა ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენის ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაფართოების მიზნით, აშშ ზეწოლას ახორციელებს სუდანის სამხედრო ლიდერებზე.

ცნობისთვის, ახლახან სუდანიდან აშშ-ის დიპლომატიური პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

შეგახსენებთ, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, შეტაკებებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი