ირანი კასპიის ზღვით აგზავნის ჭურვებსა და საბრძოლო მასალას რუსეთში - WSJ

გამოქვეყნდა:

Wall Street Journal ოფიციალურ პირებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სატვირთო გემებმა გადაიტანეს 300 000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი და მილიონი ტყვია საბრძოლო მასალა, ირანიდან რუსეთში. 

გამოცემის ცნობით, ახლო აღმოსავლეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსული ხომალდები დიდი რაოდენობით ირანულ საარტილერიო ჭურვებსა და სხვა საბრძოლო მასალას კასპიის ზღვის გავლით ატარებენ უკრაინაში მებრძოლი ჯარების მოსამარაგებლად.

ერთ-ერთი წყარო მედიას ეუბნება, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა იცოდნენ გადაზიდვების შესახებ დაზვერვის ანგარიშებიდან.

WSJ წყაროების თანახმად, ჭურვების ბოლო ტვირთი ირანის პორტ ბანდარ ამირაბადიდან ასტრახანში გაიგზავნა მარტის დასაწყისში: რუსულმა სატვირთო გემმა "რასულ გამზატოვმა" კასპიის ზღვაზე 2000 საარტილერიო ჭურვი გადაიტანა.

WSJ წერს, რომ ნებისმიერი ქმედება კასპიის ზღვაში გადაზიდვების თავიდან ასაცილებლად საჭიროებს დახმარებას სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მხრიდან.

2023 წლის მარტში Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ფარულად მიაწოდა რუსეთს უკრაინაში ომისთვის დიდი რაოდენობით რაკეტები და ნაღმტყორცნები და გეგმავდა მეტის გაგზავნას. Sky News-ის ცნობით, რუსეთმა ამ საბრძოლო მასალის საფასური ნაღდი ფულით გადაიხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი