
ევროკავშირმა უკრაინას, მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში გადასცა, - ამის შესახებ Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაწერა.
"დღეს ჩვენ კიდევ ერთი, 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში გადავურიცხეთ უკრაინას, წლიური მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რათა მისმა ინსტიტუტებმა და ინფრასტრუქტურამ გააგრძელოს მუშაობა და მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარება," - წერს ევროპარლამენტარი.
ევროკავშირის მარკო-ფინანსური დახმარება გრძელვადიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც უკრაინისთვის, საერთო ჯამში, 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას ითვალისწინებს.