
შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, მიზეზი მათი დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობაა, - ინფორმაციას გამოცემა Reuters შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"შვედეთმა დაიბარა რუსეთის ელჩი და აცნობა, რომ საელჩოში მომუშავე ხუთ ადამიანს ქვეყნიდან გასვლას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან შეუთავსებელი ქმედებების გამო სთხოვს", - აცხადებენ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გარდა ამისა, ამ თვის დასაწყისში ნორვეგიამ განაცხადა, რომ ის აძევებს რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს, რომლებიც დიპლომატიური საფარქვეშ მოქმედი დაზვერვის ოფიცრები იყვნენ.