"რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის ნდობა არ შეიძლება... პეკინისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია" | პაველი

გამოქვეყნდა:

Politico-სთან ინტერვიუში ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ "რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან პეკინისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია".

"ვფიქრობ, ჩინეთის ინტერესებშია სტატუს-კვოს გაგრძელება, რადგან ამან შეიძლება, რუსეთს გარკვეული დათმობებისკენ უბიძგოს. არ ვფიქრობ, რომ ჩინეთი დაინტერესებულია ომის დასრულებით. ჩინეთი ყოველდღიურად აკვირდება, რას აკეთებს რუსეთი და როგორ რეაგირებს დასავლეთი" - განაცხადა პაველმა.

მისივე თქმით, ჩინეთისთვის მომგებიანია უკრაინის მხარდაჭერის შედეგად დასავლეთის დასუსტებაც.

პაველის თქმით, პეკინს კრემლთან პარტნიორობის სანაცვლოდ შეუძლია, მოსკოვისგან იაფად მიიღოს ნავთობი, გაზი და სხვა რესურსები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი