უკრაინაში მედვედჩუკის ცოლის 27 მილიონიანი აქტივები დააყადაღეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) განცხადებით, უკრაინაში დააყადაღეს ყოფილი ტელეწამყვანის, პრორუსი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს 27 მლნ დოლარის აქტივები.

ცნობილია, რომ მარჩენკო ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოს, ზაპოროჟიეს ფეროშენადნობთა ქარხნის აქციების 13,7%-ს ოთხი ოფშორული კომპანიის მეშვეობით ფლობს.

აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოს უკრაინაში მარჩენკოს 11,9 მილიონი დოლარის აქტივები დააყადაღეს, თებერვაში კი 152,4 მილიონი დოლარის.

ცნობისთვის, მარჩენკო იმ მოქმედებების დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი, რომლებიც ჩადენილია კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან ჩამოგდების ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ტერიტორიის საზღვრის შეცვლის ან უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მიზნით.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი