
მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რაიონში თხრილების გათხრისას საქონლის სამარხი გათხარეს და ჯილეხით დაავადდნენ.
მისივე თქმით, რუსების ქვედანაყოფი კარანტინში გადაიყვანეს. თავდაპირველად ორი დამპყრობელი მელიტოპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ დიაგნოზის დადასტურების შემდეგ ისინი გაურკვეველი მიმართულებით გაგზავნეს.
"არა, ეს არ არის ეპიზოდი საშინელებათა ფილმიდან - ეს არის ღორ-ძაღლების არსებობის რეალობა ზაპოროჟიეს რაიონში. მტრის ქვედანაყოფი ახლა კარანტინშია, როსვოისკის ორი ჯარისკაცი თავდაპირველად მიიყვანეს მელიტოპოლის საავადმყოფოში, მაგრამ დიაგნოზის დადასტურების შემდეგ ისინი სწრაფად გაწერეს და გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანეს", - წერს ის.
შეგახსენებთ, რომ მელიტოპოლის რაიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსები მინდვრებს ამუშავებენ და ფერმერებს მუშაობას უკრძალავენ.