"არგუმენტები, რომ უკრაინა NATO-ში არ უნდა გაწევრიანდეს, სუსტია" | კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, არგუმენტები იმის შესახებ, რომ უკრაინა NATO-ში არ უნდა გაწევრიანდეს, სუსტია. მისივე თქმით, კარგი ამბავი ის არის, რომ ყოველი ახალი არგუმენტი წინაზე სუსტია.

როგორც კულებამ აღნიშნა, "უკრაინას სჭირდება NATO, ხოლო NATO-ს უკრაინა".

"უკრაინელები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს ალიანსში გაწევრიანებას და განხეთქილება ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ არსებობს. უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი და ზედმეტად ფრთხილმა სტრატეგიამ შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს. 

რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოთქმულ არგუმენტებს, კარგი ამბავი ის არის, რომ ყოველი ახალი არგუმენტი წინაზე სუსტია. ცუდი ამბავი ის არის, რომ მუდმივად მათი უარყოფა კარგავს ძვირფას დროს ხალხის უსაფრთხოების ხარჯზე. უკრაინას სჭირდება NATO, ხოლო NATO-ს სჭირდება უკრაინა" - განაცხადა კულებამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი