"რუსებმა უკრაინაში ასობით ეკლესია, 60-ზე მეტი მუზეუმი და გალერეა გაანადგურეს" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"რუსეთმა რაკეტებით გაანადგურა 60-ზე მეტი მუზეუმი და გალერეა, ასევე ასობით ეკლესია უკრაინის სხვადასხვა რეგიონში", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

"საერთო ჯამში, ოკუპანტების მიერ განადგურებული ან დაზიანებულია 60-ზე მეტი მუზეუმი და გალერეა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში" - თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დღის განმავლობაში ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში, რუსების სამიზნე  ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი და მიმდებარე სახლები გახდა. 

"რუსეთმა ამ დარტყმით ორი ქალი მოკლა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ნათესავებსა და მეგობრებს... დაშავდა ათი ადამიანი - მათ უტარდებათ საჭირო დახმარება", - თქვა მან.

მან აღნიშნა, რომ ხერსონის ოლქის ბელოზერის თემის სოფელ კიზომისში რუსული ავიაციის დარტყმის შედეგად ეკლესია განადგურდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი