
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ვიქტორ ხორენკო ბახმუტში ჩავიდა. ის ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში არსებულ ვითარებას გაეცნო და გაესაუბრა ამ ნაწილის დამცველი სპეციალური ოპერაციების ძალების ჯარისკაცებს. ინფორმაციას სპეციალური ოპერაციების ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
ხორენკომ ხაზი გაუსვა ბახმუტის თავდაცვის დროს სპეციალური დანიშნულების ჯგუფების მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა მებრძოლების პროფესიონალიზმი.
"ნამდვილად, რთული მდგომარეობაა ბახმუტში, მაგრამ ვინ, თუ არა თქვენ, იცის როდის და როგორ მოიქცეს დღევანდელ პირობებში, თქვენი აქ მუშაობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სპეცოპერაციების ძალებს უპირველესად ხარისხიანი უპირატესობა აქვთ მათ რაოდენობაზე",- თქვა მეთაურმა.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში აღინიშნა, რომ მიუხედავად რუსული ძალების უპირატესობისა და ფართომასშტაბური თავდასხმებისა, რომლებიც მიზნად ისახავს ქალაქის ბლოკების განადგურებას, სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერატორები თავს ესხმიან დამპყრობლებს ძირითად ადგილებში, ანადგურებენ მათ პერსონალს და ასრულებენ სხვა დავალებებს. ამასთან აკავებენ და ხელს უშლიან რუსეთის ჯარების წინსვლისა და ქალაქის აღების მცდელობებს.