
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინასა და "სხვა ქვეყნებში" ახალი ელჩი წარადგინა. უკრაინის ელჩი ლი ჰუი იქნება, ის ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელია.
ლი ჰუი 2009-2019 წლებში რუსეთში ჩინეთის ელჩი იყო.
ახალი ელჩის წარდგენა ჩინეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისასაც განიხილეს. სი ძინპინის თქმით, ელჩი გაემგზავრება უკრაინასა და სხვა ქვეყნებში და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარებისთვის "სიღრმისეულ მოლაპარაკებებს" გამართავს.
ელჩის კიევში ვიზიტთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო უწყებას დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.