"ახლა უკრაინაში ფულის ჩადება არა რისკი, არამედ შორსმჭვრეტელი ინვესტიციაა" | მელონი

გამოქვეყნდა:

"დღეს უკრაინაში ინვესტიცია არ არის რისკი. არის ერთ-ერთი ყველაზე შორსმჭვრეტელი ინვესტიცია" - ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონიმ რომში, უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

"მე მინდა, ვუთხრა მეწარმეებს, რომლებსაც აქ უკვე შევხვდი და უკვე ვესაუბრე ამის შესახებ: მჯერა, რომ დღეს უკრაინაში ინვესტიცია არ არის რისკი. არის ერთ-ერთი ყველაზე შორსმჭვრეტელი ინვესტიცია, რომელიც დღეს შეიძლება, განხორციელდეს" - განაცხადა მელონიმ.

მისივე თქმით, "უკრაინის რეკონსტრუქცია მთელი ევროპის საქმეა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი