ხერსონში რუსეთის სავარაუდო თავდასხმის შედეგად უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ხერსონში რუსეთის სავარაუდო თავდასხმის შედეგად უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა, რომელიც იტალიური გამოცემა Le Repubblica-ში მუშაობდა. თავდასხმის შედეგად დაშავდა მისი იტალიელი კოლეგა.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი თქმით, რუსეთისთვის სულერთია ვის ესვრიან, ისინი ყოველთვის ისვრიან.

ინციდენტზე ისაუბრა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. თავდაპირველად მან მომხდარს დრონებით თავდასხმა უწოდა, თუმცა მოგვიანებით CNN-თან განაცხადა, რომ ხერსონის ხელისუფლება ცდილობენ დაადგინონ თავდასხმის ზუსტი გარემოებები.

მომხდარზე კომენტარი კრემლს ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი