ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქება იყო

გამოქვეყნდა:

გამთენიისას, დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის ცენტრში აფეთქება იყო. ინფორმაციას მელიტოპოლის ლეგიტიმური მერი, ივან ფედეროვი, ასევე, რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის ე.წ. ადმინისტრაცია ავრცელებს

"დღეს დაახლოებით 5.15 წუთზე (მოსკოვის დრო) მელიტოპოლში, კიროვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში აფეთქება გაისმა. აფეთქდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა", - ამბობს ე.წ. ადმინისტრაცია.

მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი