რუსებმა ერთ დღეში დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

გამოქვეყნდა:

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა 26 აპრილს დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთის იერიშის შედეგად, დაშავდა კიდევ ოთხი - ინფორმაციას  უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის პავლო კირილენკოსა და ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის იური მალაშკოს ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"რუსებმა დონეცკის ოლქის სამი მცხოვრები მოკლეს 26 აპრილს: კონსტანტინოვკაში, დილიივკაში და ზვანივკაში. კიდევ ოთხი ადამიანი დაიჭრა ოლქში.",- წერს კირილენკო. 

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსებმა გასული დღის განმავლობაში 83 დარტყმა განახორციელეს მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებზე, მათ შორის, 7 საჰაერო დარტყმა, 5 უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა, 2 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით და 69 საარტილერიო დარტყმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი