მელიტოპოლში აფეთქების შედეგად 1 პოლიციელი დაიღუპა, 1 დაშავდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლის ე.წ. ხელისუფლება ამბობს, რომ ერთი პოლიციელი დაიღუპა და ერთი დაშავდა ხუთშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად. 

"დღეს დაახლოებით 05:15 საათზე მელიტოპოლში აფეთქება მოხდა საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან, აფეთქდა უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა", - ამბობს რუსეთის მხარდაჭერილი ზაპოროჟიეს რეგიონის პოლიცია.

მათივე ცნობით, ინციდენტის გარემოებებს იძიებენ. 

მელიტოპოლის ლეგიტიმური მერი, ივან ფედოროვი ამბობს, რომ აფეთქება მოხდა საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ცხოვრობდნენ პირები, რომლებიც მუშაობდნენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სამართალდამცავ უწყებებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი