უკრაინის ნატოში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ - კალასი

გამოქვეყნდა:

ნატო შეიძლება გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ ალიანსში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა კიევში ვიზიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კალასმა აღნიშნა, ზელენსკის ყველაზე მეტად აწუხებს საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდება, ასევე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.

"უკრაინელებმა შეიტანეს განაცხადი და ნატომ უნდა უპასუხოს ამ განცხადებას. თუ საუბარია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, მაშინ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც ნამდვილად მუშაობს, არის ნატოში გაწევრიანება", - თქვა კალასმა.

კალასის თქმით, ესტონეთი მოუწოდებს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, მისცენ უკრაინას გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა, თუმცა, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი