სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ ყირიმში ბაზა დააცარიელა

გამოქვეყნდა:

CNN ახალ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა ძალებმა დააცარიელეს ძირითადი ბაზა ჩრდილოეთ ყირიმში. 

ობიექტზე, სოფელ მედვედევკას მახლობლად და ხერსონის რეგიონის საზღვართან ახლოს, რუსული ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო განთავსებული.

2023 წლის 21 იანვრიდან ევროკავშირის სატელიტის Sentinel 2-ის კადრებზე ჩანდა რუსული აღჭურვილობის დიდი კვალ. 2023 წლის 11 თებერვალს "მაქსარის" მაღალი გარჩევადობის სურათებზე ნანახი იყო ათობით ჯავშანტექნიკა, მათ შორის ტანკები და საარტილერიო ნაწილები.

ევროკავშირის სატელიტის Sentinel 2-ის მიერ გადაღებული ახალი სურათები ცხადყოფს, რომ ამ მანქანების უმეტესობა ბაზაზე აღარ იმყოფება.

სად და რატომ გადაიტანა მოსკოვმა აღჭურვილობა დაზუსტებული არაა, თუმცა CNN წერს, რომ თვის დასაწყისში ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები მიანიშნებდნენ, რომ ელოდნენ უკრაინის მხრიდან კონტრშეტევას ნახევარკუნძულზე.

"მაქსარის" გამოსახულებები 11 თებერვლიდან 16 თებერვლამდე გვიჩვენებს თავდაცვითი სტრუქტურების დიდ კონცენტრაციას მედვედევკას მახლობლად, მათ შორის თხრილების ქსელი და ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის ბარიერები, რომლებიც ცნობილია როგორც "დრაკონის კბილები". 3 იანვრის გადაღებული "მაქსარის" სურათი აჩვენებს, რომ წლის დასაწყისში სიმაგრეები გაცილებით მცირე იყო.

"ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ააშენეს თანამედროვე, ღრმად ეშელონირებული თავდაცვა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად გამოყენებულ იქნებიან დანიშნულების მიზნებისამებრ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ნებისმიერი სცენარისთვის", - თქვა ყირიმის ე.წ. გუბერნატორმა 11 აპრილს.

ამ კომენტარის გადათვალისწინებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული სამხედრო ტექნიკის გაყვანა მედვედევკას ბაზიდან შესაძლოა დაკავშირებული იყოს თავდაცვით ოპერაციებთან უკრაინის კონტრშეტევის წინ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი