უკრაინამ მიიღო 1550 ჯავშანმანქანა, 230 ტანკი და ბევრი საბრძოლო მასალა - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივნის ინფორმაციით,  მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას უპრეცედენტო სამხედრო დახმარება გაუწიეს, მათ შორის ჯავშანტექნიკის, ტანკებისა და საბრძოლო მასალის ჩათვლით.

„საერთო ჯამში, აშშ-ს ხელმძღვანელობით საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო დახმარება გაუწიეს უკრაინას. დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკრაინისთვის უკვე მიწოდებულია. ეს მოიცავს 1550-ზე მეტ ჯავშანმანქანას, 230 ტანკს, აღჭურვილობას, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ეს  დახმარება უკრაინას საშუალებას მისცემს ოკუპირებული ტერიტორიების გაათავისუფლოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი