
რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის რეგიონში მდინარე სუდოსტზე მდებარე ხიდი დაანგრიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ნოვგოროდ-სივერსკის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი სერჰიენკომ თქვა, სუდოსტის ხიდი, სასაზღვრო სოფელ მურავის სტაროსტის რაიონის სოფელ გრემიაჩთან აკავშირებდა. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
"რამდენიმე კვირაა, რუსებმა დაბომბეს ხიდები ნოვგოროდ-სივერსკის თემის მდინარეებზე. რაც არ იძლევა შესაძლებლობას, რომ მოსახლეობას ნორმალური მომსახურება გავუწიოთ : საკვებით და სხვა ნივთებით. ასევე იზღუდება მოძრაობა", - თქვა სერგიენკომ.
ცნობისთვის, რუსები უკვე რამდენიმე კვირაა სისტემატიურად ებრძვიან ხიდს სუდოსტზე.