
რუსეთმა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ვიცე ადმირალი ოლექსი ნეიჟპაპა სავარაუდო "რუსი სამართალდამცველის მკვლელობის მცდელობის" საქმეზე ძებნილთა სიაში შეიყვანა.
რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავმა უწყებებმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს აცნობეს, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ["სამართალდამცავი თანამშრომლის სიცოცხლის მცდელობა"], რაც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ოლექსი ნეიჟპაპა უკრაინის საზღვაო ძალებში 1997 წლიდან მსახურობს, 2020 წლის აპრილში დაინიშნა საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილედ, 2021 წელს კი, უკრაინის საზღვაო ფლოტის მეთაურად.
ნეიჟპაპამ 26 აპრილს მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციაში.