
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ოკუპირებული ტერიტორიების იმ მაცხოვრებლების დეპორტაცია, რომლებმაც არ მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა.
არსებული ინფორმაციით, ცნობით, ეს ადამიანები ან უნდა გახდნენ რუსეთის მოქალაქეები, ან განაცხადონ თავიანთი სურვილი შეინარჩუნონ არსებული მოქალაქეობა და უარი თქვან რუსეთის მოქალაქეობის ფიცის დადებაზე.
განკარგულების თანახმად, ასეთი ადამენები საცხოვრებელ ადგილს 2024 წლის 1 ივლისამდე ინარჩუნებენ,
სამომავლოდ კი ისინი უცხოელებად ჩაითვლებიან.
ხოლო თუ ასეთი ადამიანები "ეროვნულ უსაფრთხოებას" ემუქრებიან და გეგმავენ ექსტრემისტულ და ტერორისტულ დანაშაულებს, ისინი შეიძლება ქვეყნიდან გააძევონ, თუმცა რომელ ტერიტორიაზე აპირებენ მათი გაძევებას, განკარგულებაში მითითებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა 4 უკრაინული რეგიონის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსია, რომლებსაც ნაწილობრივ რუსული არმია აკონტროლებს. ამას მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა არ აღიარებს, ის ასევე დაგმო გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციამ.