უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება მოლდოვაში ჩავიდა. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი, ნიკოლა პოპესკუ Twitter-ზე წერს.

"მოხარული ვარ, მივესალმო ჩემს უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას მოლდოვაში. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოლდოვა დგას უკრაინის გვერდით!" -  წერს პოპესკუ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი