რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

გამთენიისას რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. კიევსა და ყველა რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინული მედიის ცნობით, განგაშის გავრცელება ერთდროულად სამი მიმართულებით დაიწყო - ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. ამის შემდეგ განგაში გამოცხადდა კიევსა და უკრაინის ცენტრალურ რეგიონებში.

ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, დარჩნენ თავშესაფრებში ან უსაფრთხო ადგილებში საჰაერო თავდასხმის სიგნალის დასრულებამდე. 

ცნობილია, რომ ქალაქ დნიპროს დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა.  დნიპრო დნიპროს მერი ბორის ფილატოვი ამბობს, რომ დამატებითი ინფორმაცია თავდასხმის შესახებ ჯერ ხელმისაწვდომი არაა. 

ჩერკასის რაიონში, უმანში, რუსული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ცნობილია, რომ 3 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი პოპკო ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, კიევის საჰაერო სივრცეში განადგურდა 11 რაკეტა. გარდა რაკეტებისა, ჩამოაგდეს 2 უპილოტო საფრენი აპარატი.

მისი თქმით, კიევის ობოლონსკის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზი და გზის საფარი დაზიანდა, მშვიდობიან მოსხალეობაში მსხვერპლი არ ყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი