
უკრაინის ქალაქ უმანში, ჩერკასის რაიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო საკუთარ "ტელეგრამის" არხში წერს.
გერაშენკოს ცნობით, კიდევ ცხრა ადამიანი საავადმყოფოშია. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება. მომხდარის გამო ქალაქში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
უმანში რუსების მიერ ნასროლი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, ამ დროის მონაცემებით, დაშავდა 17 ადამიანი.