ზალუჟნის ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა ღამით ნასროლი 23 რუსული რაკეტიდან 21 გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს, 23 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 21 ჩამოაგდეს, ასევე 2 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე ავრცელებს. 

"რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას დილის 04:00 საათზე შეუტიეს კასპიის ზღვის ტერიტორიიდან განლაგებული Tu-95 სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენებით.

უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფების საჰაერო თავდაცვის ძალებთან ერთად გაანადგურეს 23 Kh-101/Kh-555 საკრუიზო რაკეტიდან 21 და ორი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი",- წერს ზალუჟნი

ზალუჟნიიმ აღნიშნა, რომ სამიზნეები განადგურდა ცენტრის, პივდენის (სამხრეთ) და სხიდის (აღმოსავლეთი) საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი